ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურის ბოლო შეხვედრაში „სევილიამ“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, სახლში „ოსასუნა“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც მე-9 ტური ტრავმის მიზეზით გამოტოვა, თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
მატჩის 24-ე წუთზე მასპინძლები რომერომ დააწინაურა და შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა. 82-ე წუთზე სტუმართა კარი კორეიამ აიღო. 27 წლის ქოჩორაშვილი „სევილიას“ ზაფხულში შეუერთა და ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 6 თამაშში 1 საგოლე პასი შეასრულა. „სევილია“ 17 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





