საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურის დასკვნით შეხვედრაში პსჟ-მ ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „ლიონი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. პარიზელმა ფანებმა „კვარას“ მხარდასაჭერად „პარკ დე პრენსზე“ ბანერი გამოფინეს.
უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, 72-ე წუთზე სტუმართა კარი მაიულუმ აიღო, რომელმაც გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის სტილში აღნიშნა. 84-ე წუთზე „ლიონის“ კარი გოდტსმა აიღო.
თამაშის შემდეგ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ „ლიონთან“ მოგება კვარაცხელიას მიუძღვნეს. იმავე მაიულუმ და გოდტსმა აღნიშნეს. გარდა ამისა, თამაშის შემდეგ გასახდელში შეკრებილმა პარიზელმა ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა, კლუბის პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა ერთობლივი ფოტო კვარაცხელიას 7-ნომრიანი მაისურის ფონზე გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურში შინ „ბარსელონასთან“ მოგებული მატჩის მეორე ტაიმში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ გავა.
მოქმედი ჩემპიონი პსჟ, რომელმაც სეზონი არცთუ დამაჯერებლად დაიწყო, 17 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
ლაშა თაბაგარი





