„ლივერპული“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის. ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში სტუმრად „ფულემს“ დაუზავდა – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე თადარიგში იყო და მოედანზე კვლავ არ გასულა.
შეხვედრის მე-17 წუთზე მასპინძლები ვილსონმა დააწინაურა, ხოლო 57-ე წუთზე ვირცმა საპასუხო ბურთი გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაკპომ „ლივერპული“ დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში რიდმა საბოლოო წერტილი დასვა. მოქმედ ჩემპიონ „ლივერპულს“ 34 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





