ტუხელი კეინს: „მიხარია რომ საფეხბურთო სამყარომ ოფიციალურად გაღიარა“

0
4

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ჰარი კეინს „ოქროს ბურთის“ მოგება მიულოცა.
„ჰარი გილოცავ დამსახურებულ „ოქროს ბურთს“. მე დიდი ხანია დამიმთავრდა ეპითეტები, რათა შენი თამაში აღვწერო, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ საფეხბურთო სამყარომ ბოლოს და ბოლოს ოფიციალურად გაღიარა.
გახდე 25 წლის შემდეგ პირველი ინგლისელი, რომელმაც ეს უდიდესი ჯილდო მიიღო, ამ ფაქტს უფრო განსაკუთრებულად აქცევს და გაგვიმართლა, რომ ჩვენი ლიდერი ხარ.
ვიცი, რომ ამ მომენტით შენს ახლობელ ადამიანებთან ერთად დატკბები, ხოლო შემდეგ დაუბრუნდები იმას რაც ყველაზე კარგად გამოგდის – გოლების გატანას და საფეხბურთო მატჩების მოგებას“ – იუწყება ინგლისელი სპეციალისტის ნათქვამს The Independent.
მიუნხენუს „ბაიერნის“ ფორვარდი და ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, სტენლი მეტიუზის, ბობი ჩარლტონის, კევინ კიგანის და მაიკლ ოუენის შემდეგ მეხუთე ინგლისელია, რომელსაც მსგავსი პატივი წილად ხვდა. მან გასულ სეზონში როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 65 მატჩში 73 გოლი გაიტანა. ის ბოლო 45 წლის მანძილზე “ბაიერნის” პირველი ფეხბურთელია, რომელმაც “ოქროს ბურთი” მოიგო. ამასთანავე, კეინი ბოლო 30 წლის მანძილზე ბუნდესლიგის პირველი მოთამაშეა, რომელმაც ეს პრიზი მიიღო. კეინამდე ბოლოს ინგლისელებიდან “ოქროს ბურთს” 2001 წელს ოუენი დაეუფლა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-6 ადგილზე გავიდა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მანამდე, ყველაზე კარგი მაჩვენებელი თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელი რამაზ შენგელიას ჰქონდა – მე-7 ადგილი 1981 წელს.
ლაშა თაბაგარი