მამუკელაშვილი სამმაგ დუბლს მიუახლოვდა

0
34

საქართველოს ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი ნბა-ს რეგულარული პირველობის მორიგ მატჩში სამმაგ დუბლს მიუახლოვდა – „ტორონტო რეპტორზმა“ „ატლანტა ჰოუქსთან“ 134:117 გაიმარჯვა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 32 წუთი ითამაშა და მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა – 13 ქულა, 12 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 8 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება, ერთი ჩაჭრა.
მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში მეორედ გააკეთა, 8 შედეგიანი გადაცემა კი სანდროს საენბეო კარიერული რეკორდია.
“რეპტორზი” 21 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 6 იანვარს კვლავ „ატლანტასთან“ გამართავს.