დავითაშვილის „სენტ-ეტიენის“ ქულა ლე მანში

0
26

„სენტ-ეტიენი“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში სტუმრად „ლე მანს“ დაუზავდა – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმის 35-ე წუთზე დავითაშვილმა ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარცხნიდან ცენტრისკენ შეწეულმა დაახლოებით 18 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ ნახტომში მასპინძლები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
55-ე წუთზე დავითაშვილი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა, სადაც ოთხ მოწინააღმდეგეს გასცდა და ხელსაყრელ პოზიციაში მდგომ თანაგუნდელს გადააწოდა, რომელსაც მეკარემ აუღო.
„სენტ-ეტიენს“ 31 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი