მიქაუტაძემ წელი გოლით და საგოლე პასით დაიწყო

0
9

გიორგი მიქაუტაძეს 2026 წლის დასაწყისი საუცხოო გამოუვიდა. ესპანეთის ლა ლიგის მე-18 წუთზე „ვილიარეალმა“ სტუმრად „ელჩეს“ ორბურთიანი სხვაობით აჯობა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა გოლი გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.
მატჩის მე-7 წუთზე აიოზე პერესმა თავის ნახევარზე აართვა მეტოქეს ბურთი, რომელიც მიქაუტაძეს მიუვიდა, ხოლო ქართველმა კონტრშეტევა დაიწყო და კარგი პასი მისცა საჯარიმოში გახსნილ მოლეიროს, რომელმაც მეკარისგან შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
მე-13 წუთზე „ელჩეს“ ნახევარზე მიქაუტაძებ ბურთი მიიღო და ნიკოლა პეპეს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოში მყოფ გიორგის გადაცემა არ დაუგვიანა, რასაც სტუმართა „ცხრა“ ნომრის მშვენიერი დარტყმა მოჰყვა – 0:2.
30-ე წუთზე ფებასი „ვილიარეალის“ ნახევარზე ორ მეტოქეს გაცდა და ბურთი ნეტუს გადააწოდა, რომელმაც თითქმის საჯარიმოს ხაზიდან გაიტანა – 1:2.
51-ე წუთზე „ვილიარეალის“ მცველმა თავისი ნახევრიდან გრძელი პასი გააკეთა და „ელჩეს“ უკანახაზელს შეცდა, ხოლო მეკარესთან პირისპირ გასულმა მიქაუტაძემ ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა – ბურთი მეკარეს თავს ზემოთ არაზუსტად გადაუგდო. გიორგი 75-ე წუთზე შეცვალეს.
83-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა საკუთარი ნახევრიდან გადააწოდა ბურთი შეტევაში ჩართულ მარცხენა მცველ პედრასას, რომელიც მარცხნიდან საჯარიმოში შეჭრილი ერთ მცველს გაექცა და „ელჩეს“ კარი აიღო – 1:3.
მიქაუტაძე „ვილიარეალში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და ლა ლიგაში 4 გოლი გაიტანა, პლსუ სამი საგოლე პასი გააკეთა. მან ესპანეთის თასზე თავი ერთხელ გამოიჩინა და ასევე ჩემპიონთა ლიგაშიც ერთი გოლი მიითვალა.
„ვილიარეალი“ 38 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი