გაგუას პირველი დუბლი სლოვაკეთში

0
1

გიორგი გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ მაისურით სლოვაკეთში პირველი დუბლი მიითვალა. მე-8 ტურში „დინაისკა სტრედამ“ სტუმრად „ტრენჩინი“ 4:1 დაამარცხა, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდმა სრულად ითამაშა.
მატჩის მე-2 წუთზე ანგარიში რამადანმა გახსნა. მე-18 წუთზე რამადანის დარტყმის შემდეგ, მეკარეს მოგერიებული ბურთი მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა გაგუამ ბადეში გაახვია. 39-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა ქუსლით „კედელი“ ტრუსასთან გაითამაშა და საჯარიმოში შესულმა მარცხენა ფეხით გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 4 ბურთი შეაგდო და 5 საგოლე პასი გააკეთა.
67-ე წუთზე მასპინძლებიდან ერთი ბურთი სოარეშმა გაქვითა, ხოლო 77-ე წუთზე სტუმრებიდან თავი სილამ გამოიჩინა. „დუნაისკა სტრედა“ 19 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველია.
ლაშა თაბაგარი