ლოჩოშვილის „კიოლნმა“ შინ „ვერდერს“ ევრ მოუგო

0
0

„კიოლნმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის გერმანიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში შინ „ვერდერთან“ ქულები გაიყო – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდა, შეუცვლელად მორიგი მატჩი ჩაატარა.
მასპინძლებს დაწინაურება მე-8 წუთზე შეეძლოთ, მაგრამ დალინგამ პენალტი ვერ გამოიყენა. მე-11 წუთზე ანგარიში მაინამ გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 69-ე წუთზე ფიულკრუგმა გაიტანა, რომელიც „ვერდერში“ მიმდინარე სეზონის წინ დაბრუნდა. „კიოლნმა“ განვლილ სამ ტურში ერთი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო – 4 ქულით 18-გუნდიან ჩემპიიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი