საბა გოგლიჩიძემ „უდინეზეში“ კიდევ ერთი მატჩი გამოტოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს საზარდულის ტრავმა აქვს და ამიტომ, იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში სტუმრად „კომოსთან“ მატჩი გამოტოვა.
უდინელებმა განვლილი 0:1 წააგეს – მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე პენალტიდან ლუკას და კუნიამ გაიტანა.
21 წლის გოგლიჩიძეს მიმდინარე სეზონში არ წყალობენ და მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა. „უდინეზეს“ზედიზედ სამი თამაშია არ მოუგია (2 ფრე და 1 მარცხი) და 22 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





