ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი მცველი დანი ალ ვეში საფეხბურთო კლუბ „სან ჟუან დე ვერის“ ახალი ინვესტორი გახდა, რომელიც პორტუგალიის რანგით მესამე ლიგაში გამოდის. მან აქციების 50 პროცენტი შეიძინა, ხოლო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს მთლიანად გამოისყიდის, რის შესახებ TyC Sports იუწყება. ადმინისტრაციული სამუშაოს გარდა, 43 წლის ალვეში გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნებასაც გეგმავს.
ის მოედანზე 2023 წლის შემდეგ არ გასულა, რადგან ესპანეთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. საქმის გამოძიება წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა და ამ პერიოდში ალვეში ციხეში იჯდა. 2024 წელს მას ოთხწელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 2025 წელს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს.
დანი ალვეშმა „ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატის ექვსჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. მან „სევილიას“ შემადგენლობაში ორჯერ ევროპა ლიგის თასი აიღო, ხოლო პსჟ-ს რიგებში საფრანგეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა.
ალვეში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ოქროს მედლებს ორჯერ დაეუფლა, ხოლო ერთხელ ფიფას კონფედერაციათა თასზე იპირველა.
ლაშა თაბაგარი





