„ექსელსიორი“, რომელშიც ირაკლი ეგოიანი გამოდის, ნიდერლანდების ერედივიზიონში ზედიზედ ორი მატჩის მოგების შემდეგ, შინ „გრონინგენთან“ 0:2 დამარცხდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც „ექსელსიორში“ სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს, ამჯერად განაცხადში არ იყო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „გრონონგენი“ 61-ე წუთზე ვან ბერგენმა დააწინაურა. 70-ე წუთზე მასპინძლებს უხეშობისთვის ნახევარმცველი მიდენდორპი გაუძევეს. 89-ე წუთზე 10 კაცით უკვე რენტე დარჩა, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „გრონინგენიდან“ თავი რესინკმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ექსელსიორი“ 16 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





