ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის განცხადებით თუ ნეიმარი კარგ სათამაშო ფორმაჩი იქნება, მაშინ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე წაიყვანს.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბრაზილიის ნაკრებზე, სადაც შესაძლოა ნეიმარი იყოს ან არ იყოს, სადაც შესაძლოა სხვა მოთამაშეებიც იყვნენ ან არ იყვნენ. გუნდის შემადგენლობას 2026 წლის მარტში საერთაშორისო პაუზის დროს განვსაზღვრავთ.
საუცხოოდ მესმის, რომ ნეიმარი ყურადღებას იწვევს. თუმცა მინდა დავაზუსტო: ახლა დეკემბერია, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი ივნისში დაიწყება, ხოლო შემადგენლობას 2026 წლის მაისში დავასახელებთ.
თუ ნეიმარი კარგ სათამაშო ფორმაში იქნება, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. წერტილი“ – იუწყება ბრაზილიური გამოცემა „გლობო“ იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს.
გუშინ ვაშინგტონში გამართული მუნდიალის კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ბრაზილია C ჯგუფში მაროკოსთან, შოტლანდიასთან და ჰაიტისთან ერთად მოხვდა.
ნეიმარმა მიმდინარე სეზონში „სანტოსის“ შემადგენლობაში ბრაზილიის ჩემპიონატში ჩატარებულ 19 მატჩში 8 გოლი გააკეთა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





