ქოჩორაშვილი ლისაბონურ დერბიში არ ათამაშეს

0
7

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში ერთ-ერთი გამორჩეული დერბი შედგა – ლისაბონში ადგილობრივმა „ბენფიკამ“ თანაქალაქელი „სპორტინგი“ მიიღო, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.
მატჩის მე-12 წუთზე „ბენფიკას“ ნახევარმცველ ბერენეჩეას თავის საჯარიმოსთან ახლოს ბურთი ჰიულმანდმა აართვა და მეკარესთან პირისპირ გონსალვეში დატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1.
27-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა დედიჩმა პასი კარის გასწვრივ გააკეთა და უკრაინელმა ნახევარმცველმა სუდაკოვმა „სპორტინგის“ კარი აიღო – 1:1.
მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო „ბენფიკამ“ თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულა, რადგან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე პრესტანიმ უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო.
„სპორტინგი“ 32 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „პორტუს“ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან „ბენფიკას“ 3 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი