ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი იმის შესახებ გააკეთა, რომ მეტოქეები მის გუნდს მსოფლიოში საუკეთესოს უწოდებენ.
„ჩვენ ამ სიტყვებს ვაფასებთ. თუმცა, ეს ესპანური ფეხბურთის და მისი მაღალი დონის აღიარებას, რაც უნდა დავადასტურო, მაგრამ გარანტირებული არაფერია. ასეთი შექება არ მოგვადუნებს, არამედ პირიქით.
ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. გვსურს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიოთ. ეს კი ნიშნავს, რომ ჯგუფური ეტაპი კარგად უნდა ჩავატაროთ და წინ წავიწიოთ, როდესაც მატჩები უფრო და უფრო რთულდება“ – იუწყება გამოცემა „მარკა“ ევროპის მოქმედი ჩემპიონის თავკაცის ნათქვამს.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთი H ჯგუფში
კაბო ვერდეს, საუდის არაბეთსა და ურუგვაის დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





