შვედეთის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული გუნდიდან იონ დალ ტომასონის გაშვების შემდეგ, ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.
Expressen-ის ინფორმაციით, შვედები ნაკრების თავკაცად ჰარი პოტერს განიხილავენ, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში ლონდონის „ვესტ ჰემიდან“ გაშვების შემდეგ უმუშევარია. ცნობისთვის, 50 წლის ინგლისელი სპეციალისტი 2011-2018 წლებში შვედეთში „ესტერსუნდს“ ხელმძღვანელობდა. მხარეები მოლაპარაკებას უახლოს პერიოდში დაიწყებენ.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთი 1 ქულით B ჯგუფში ბოლო ადგილზეა და ტომასონიც ამიტომ დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი





