ლომინაძე „ეშტორილში“ აგვისტო-სექტემბერში საუკეთესოა

0
17

ნოდარ ლომინაძე „ეშტორილში“ აგვისტოს და სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი „ეშტორილს“ ზაფხულში შეუერთდა და პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ის მე-5 ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. 8 ტურის შემდეგ „ეშტორილი“ 6 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი