ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით მიმდინარე სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მეოთხე გოლი მიითვალა. მე-11 ტურში „ჰაიდენჰაიმი“ თავის მოედანზე „ჰანოვერს“ დაუზავდა (2:2) და მასპინძლებს ქულა სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გადაურჩინა.
ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. 66-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 2:1 იგებდნენ, „ჰაიდენჰაიმმა“ კუთხური გაითამაშა და კონტეხმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ზივზივაძემ თავით გაიტანა. მან ამ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში 9-ჯერ ითამაშა. „ჰაიდენჰაიმი“ 16 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





