დონარუმა: „იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად გავა“

0
16

ჯანლუიჯი დონარუმა დარწმუნებულია, რომ ამ ფორმაციის იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე აუცილებლად მოხვდება.
„იტალიის ეს ნაკრები მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად  მოხვდება. ამაში ეჭვი არ მეპარება. ზურგსუკან გატუზოს როდესაც გრძნობ, თითქოს ის ყოველ წუთს მხარს გიჭერს. ჩვენ მწვრთნელს დიალოგი მოსწონს: ის ბევრს გვესაუბრება და ყველაფერს გვიხსნის. მან ძლიერი კოლექტიური იდენტურობა ძალიან სწრაფად დაგვიბრუნა“ – იუწყება დონარუმას ნათქვამს La Gazzetta dello Sport.
იტალიას მუნდიალზე 2014 წლის შემდეგ არ უთამაშია. შესარჩევი ციკლის I ჯგუფში, იტალიელები მატჩში მოპოვებული 15 ქულით მე-2 ადგილზე არიან და პლეი-ოფში თამაში გაინაღდეს. პირველ ადგილზე ნორვეგიია 18 ქულით.
ლაშა თაბაგარი