ივან ჰაშეკი ჩეხეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაცია იუწყება.
62 წლის ჰაშეკს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ფარერებთან 1:2 წაგება არ აპატიეს. ის გუნდს 2024 წლის იანვრიდან ავარჯიშებდა. ჰაშეკი ჩეხეთის ნაკრებიდან მეორე გაუშვეს. მანამდე, იგი თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს 2009 წელს ავარჯიშებდა.
ჩეხები 7 ტურში მოპოვებული 13 ქულით L ჯგუფში მეორე ადგილზეა და ლიდერ ხორვატიას 3 ქულით ჩამორჩება,





