გატუზო: „თუ იტალია მუნდიალზე ვერ გავა, ქვეყნიდან წავალ“

0
13

ჯენარო გატუზოს განცხადებით, თუ იტალია მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ვერ მოხვდება, მაშინ ქვეყნიდან წავა.
„თუ იტალია მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ვერ მოხვდება, მაშინ ქვეყნიდან წავალ. ისედაც საკმაოდ შორს ვცხოვრობ, მაგრამ კიდევ უფრო შორს წასვლა მომიწევს. თუ მიზანს მივაღწევ, მაშინ ამას მიღწევად ჩავთვლი.
ისეთი გრძნობა მაქვს, რომ გოლს როდესაც ვუშვებთ, გუნდს შიში ეუფლება. ამ კუთხით სრულყოფა გვმართებს. პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. ამაზე კიდევ უნდა ვიმუშავოთ, ხოლო დანარჩენით კმაყოფილი ვარ“ – იუწყება იტალიის ეროვნულ ნაკრებთან მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონატის მომგების ნათქვამს tuttomercatoweb.
იტალიას მუნდიალზე 2014 წლის შემდეგ არ უთამაშია. შესარჩევი ციკლის I ჯგუფში, იტალიელები მატჩში მოპოვებული 15 ქულით მე-2 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი