პატრიკ კლიუვერტი ინდონეზიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ ინდონეზიის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური იუწყება.
ნიდერლანდების ეროვნული გუნდის 49 წლის ექსთავდამსხმელთა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველძე შეწყდა. კლიუვერი ინდონეზიელებს მიმდინარე წლის 8 იანვრიდან წვრთნიდა. 11 ოქტომბერს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ინდონეზიელები ერაყთან 0:1 დამარცხდნენ და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგეს.
კლიუვერტი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, „ალკმაარის“ და „ბრედას“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. ასევე, ამსტერდამის „აიაქსის“ და „ტვენტეს“ სისტემაში მოღვაწეობდა. ის პსჟ-ს სპორტული დირექტორი იყო და ანალოგიური თანამდებობა „ბარსელონას“ აკადემიაში ეკავა.
გარდა ამისა, კლიუვერტი კურასაოს ნაკრებს და თურქეთის „ადანა დემირსფორს“ აავრჯიშებდა. მას კამერუნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწედაც უმუშავია.
ლაშა თაბაგარი





