ჰარი კეინის განცხადებით, ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მიზანი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის მოგებაა.
„ჩვენ ყოველთვის ასეთი მიზანი გვაქვს, შესარჩევი ციკლი საუცხოოდ დავიწყეთ. ხალხი ელოდებოდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპს დავძლევდით, მაგრამ ამის გასაკეთებლად მოედანზე გასვლა და შესაბამისად თამაშია საჭირო.
სერბეთთან მატჩი (5:0) ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ და ასეთი სტანდარტი მომავალი თამაშებისთვისაც უნდა შევინარჩუნოთ. ცხადია, მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების გზაზე კიდევ უფრო რთული შეხვედრები გველოდება.
ჩვენ გრძელი გზის დასაწყისში ვართ, რომლის გავლის დროს ბევრი აღმასვლა და დაცემა იქნება. ჩვენ ახალ მწვრთნელ თომას ტუხელთან ერთიანი უნდა ვიყოთ, რადგან მსოფლიოზე მოხვედრის შემდეგ, ერთად ექვს-შვიდ კვირას გავატარებთ, ამიტომ ურთიერთგაგება მნიშვნელოვანია.
ტუხელს დიდ ტურნირებზე საუცხოო შედეგები აქვს. ბევრი მაღალი დონის გუნდია და ჩვენ ერთ-ერთი ვართ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული საჭირო მომენტში სრულ კონცენტრაციას ვინ მოახერხებს. ტურნირი ეს მომენტებია. ჩვენ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ორჯერ მომენტების წყალობით გავედით და წარმატებისკენ სწრაფვით გავედით. თუმცა, ნათელია, რომ ბოლო მომენტში ყველაფერი ისე არ გამოვიდა როგორც გვსურდა. თუმცა, ეს გვაიმედებს, რომ წინ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას მოვახერხებთ“ – იუწყება ინგლისის ნაკრების კაპიტნის ნათქვამს ბრიტანული მედია.
ლაშა თაბაგარი





