იური ტაბატაძემ „კადისს“ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-9 ტურში შინ „უესკასთან“ მოაგებინა.
ქართველი თავდამსხმელი, რომელიც გუნდს აგვისტოში შეუერთდა, თავი 70-ე წუთზე გამოიჩინა. მან ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და თითქმის 30 მეტრი ირბინა, ხოლო საჯარიმოში შეჭრილმა ახლო კუთხეში გაიტანა – 1:0. ეს გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა. ის 76-ე წუთზე შეცვალეს.
25 წლის ტაბატაძემ სეგუნდაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. „კადისი“ 18 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





