19-წლამდელებმა მეორე სპარინგში ბოსნიას აჯობეს

0
14

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, ბოსნიაში ადგილობროვ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი პირველ მატჩში 1:2 დამარცხდა.
მეორე სპარინგში შესვენებამდე გოლი არ გასულა, ხოლო 47-ე წუთზე მასპინძლები დარკო სავიჩმა დააწინაურა – 1:0. ორ წუთში ჰალიდ დოლტმურზიევმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 59-ე წუთზე საქართველოს ნაკრებიდან თავი საბა მურვანიძემ გამოიჩინა – 1:2, ხოლო 82-ე წუთზე ბოსნიელთა კარი რეზი დანელიამ აიღო – 1:3.
19-წლამდელები 12-18 ნოემბერს ხორვატიაში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე მასპინძელი თანატოლების გარდა, სერბეთსა და გიბრალტარს დაუპირისპირდებიან. პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ რაუნდში ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი