გაგნიძეს ისევ მცირე დრო მისცეს

0
12

ლუკა გაგნიძე „გრანადას“ სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-9 ტურში გრანადელებმა შინ „ლას პალმასთან“ ქულები გაიყვეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსკაპიტანი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. მან „გრანადაში“ მესამედ ითამაშა და ყველა შემთხვევაში ცვლილებაზე შევიდა. მოსკოვის „დინამომ“ 22 წლის გაგნიძე ესპანურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. „გრანადა“ 9 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი