გიორგი ბერიძე თბილისის “იბერიაში” ითამაშებს, რის შესახებ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური იუწყება. 29 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გასული სეზონი უნგრეთის “უიპეშტში” გაატარა.
ბერიძე “უიპეშტის” გარდა, ასევე კარიერის განმავლობაში საკლუბო დონეზე გორის „დილაში“, „ზესტაფონში“, სლოვაკეთის „ტრენჩინში“, ბელგიის „გენტში“, “ლოკერენში“, თურქეთის “ანკარაგუჯუში” და “ქოჯაელისფორში” ასპარეზობდა.
ბერიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 10-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





