ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ ზედიზედ მესამედ წააგო

0
25

„ნიურნბერგმა“, რომელსაც ლუკა ლოჩოშვილი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე თამაში წააგო. მე-3 ტურშ ნიურნბერგელები სტუმრად „მიუნსტერს“ შეხვდნენ და ისევ უქულოდ დარჩნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
მასპინძლები 32-ე წუთზე ბატისტა მეიერმა დააწინაურა, ხოლო 43-ე წუთზე შულცმა მეორე გოლი გაიტანა. სტუმრებიდან თავის ლუბახმა 74-ე წუთზე გამოიჩინა. უქულო „ნიურნბერგი“ 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი