თბილისის „იბერიას“ სავარაუდო მეტოქე უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში ცნობილია.
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ თუ უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნეს“ აჯობეს, მაშინ პლეი-ოფში პოლონეთის „იაგელონიასა“ და შოტლანდიის „გლაზგო რეინჯერსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
„ლარნესთან“ დამარცხების შემთხვევაში, „იბერია“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს.
თბილისელები მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ თამაშს სტუმრად 4 აგვისტოს ჩაატარებენ, რომელიც საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. საპასუხო თამაში 11 აგვისტოს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და სტარტს 20:00 საათზე აიღებს.
ლაშა თაბაგარი





