გაგუას მეორე საგოლე პასი სლოვაკეთში

0
0

გიორგი გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ მაისურით სლოვაკეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში მეორე საგოლე პასი მიითვალა. მეორე ტურში „დუნაისკა სტრედამ“ „ბანსკა ბისტრიცა“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. 55-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, გაგუამ მოედნის ცენტრიდან გადაცემა რამადანს გაუკეთა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ერთი მცველის მოტყუების შემდეგ გაიტანა. „დუნაისკა სტრედას“ განაცხადში მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე იყო, რომელსაც არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი