იმედა აშორტიამ მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.
მე-20 ტურში „ბუნდეკორი“, სადაც აშორტია გამოდის, სტუმრა ჯაბა ჯიღაურის „ყიზილყუმს“ შეხვდა და მატჩი 1:1 დასრულდა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა. მის მსგავსად სასტარტო შემასდგენლობაში მცველი ნიკა მალი იყო, რომელიც 74-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებში ჯიღაურმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. „ბუნდეკორის“ 35 ქულით 16 გუნდში მეხუთა, ხოლო „ყიზილყუმი“ 26 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი




