კვარაცხელიამ „ანჟერთან“ ტრავმის გამო არ ითამაშა

0
21

ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „ანჟერთან“ საშინაო მატჩი გამოტოვა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი მარცხენა ფეხის კუნთის მცირე ტრავმაა.
პარიზელებმა განვლილი შეხვედრა 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი ფაბიან რუისმა 50-ე წუთზე გაიტანა. პსჟ-ს ანგარიშის გახსნა 27-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ უსმან დემბელემ პენალტი ვერ გამოიყენა.
მოქმედი ჩემპიონი პსჟ 6 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი