„ლივერპულმა“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამზადებელი პერიოდი „ლიდსთან“ 2:4 წაგებული ამხანაგური შეხვედრით დაასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა წინა სპარინგებისგან განსხვავებით ამჯერად შეუცვლელად ითამაშა და გაშვებულ გოლებში ვერ დაადანაშაულებ. განვლილი სეზონის მსგავსად, „ლივერპულის“ დაცვამ უამრავი შეცდომა დაუშვა და მიუხედავად იმისა, რომ ანდონი ირაოლას გუნდი 2:0 იგებდა, საბოლოოდ დამარცხდა.
ჩიკაგოში გამართული თამაშის მე-7 წუთზე „ლივერპული“ ჩემბერსმა დააწინაურა, ხოლო მე-40 წუთზე „ლიდსის“ კარი ვირცმა აიღო. მე-60 წუთზე ერთი ბურთი არონსონმა გაქვითა, 10 წუთში კი კალვეტ-ლუვინმა ანგარიში გაათანაბრა. 73-ე წუთზე მერსისაიდელთა კარი ლონგსტაფმა აიღო. 85-ე წუთზე კალვეტ-ლუვინმა დუბლი შეასრულა და ეს გოლი მატჩში საბოლოო აღმოჩნდა.
ლაშა თაბაგარი





