მექვაბიშვილმა სტუმრად „ბაშაქშეჰირთან“ მოიგო

0
20

კრაიოვას „უნივერსიტატიამ“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი სტუმრად თურქეთის „ბაშაქშეჰირთან“ ჩაატარა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ამჯერად თადარიგში იყო და თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე რუმინელები ჩიკილდეუმ დააწინაურა, ხოლო 61-ე წუთზე მორამ სტუმრების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. „ბაშაქშეჰირიდან“ ერთი ბურთი 87-ე წუთზე ებოსელემ გაქვითა.
„უნივერსიტატიამ“ შინ თურქებთან საპასუხო თამაშს 28 აგვისტოს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი