პაოკმა, რომელსაც ლუკა გუგეშაშვილი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სტუმრად ხორვატიის „რიეკასთან“ 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ისევ თადარიგში იყო და არ უთამაშია. ხორვატებიდან ბერძნების კარი მენალომ აიღო. პაოკი შინ „რიეკასთან“ საპასუხო შეხვედრას 28 აგვისტოს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





