თურქეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა არდა გიულერმა მადრიდის „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2032 წლის ივნისამდე დადო.
„რეალმა“ გიულერი 2023 წლის ივლისში სტამბოლის „ფენერბაჰჩედან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა. თურქმა ესპანური გრანდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 123 მატჩში 21 გოლი გაიტანა. მან 2022 წლიდან დღემდე თურქეთის ნაკრებში 36-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





