„ხეტაფე“, რომელშიც საბა საზონოვი ირიცხება, უეფას კონფერენს ლიგის ფაზის მე-2 ტურში შინ შვეიცარიის „ლუგანოსთან“ 2:5 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ესპანელთა განაცხადში იყო, მაგრამ სამწუხაროდ არ ათამაშეს.
მატჩის მე-2 წუთზე მასპინძლები აზონმა დააწინაურა, ხოლო ერთ წუთში აეტიმ ანგარიში გაათანაბრა. მე-7 წუთზე სტუმრები სიმინიანიმ დააწინაურა. 26-ე წუთზე აეტიმ დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში ბისლიმის დარტყმის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაიზარდა. 75-ე წუთზე შვეიცარიელების კარი ბორხა მაიორალმა აიღო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ლუგანოდან“ საბოლოო წერტილი ბერენსმა დასვა.
„ხეტაფეს“, რომელიც კონფერენს ლიგაში თბილისის „იბერიას“ ერთ-ერთი მეტოქეა, 1 ქულით 36 გუნდს შორის 30-ე ადგილზეა. კონფერენს ლიგის მე-4 ტურში „ხეტაფე“ 6 ნოემბერს „ბრაიტონს“ მიიღებს, ხოლო „იბერიას“ 26 ნოემბერს თბილისში დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





