ჩეხეთის „იაბლონეცი“, რომელშიც ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის ფაზის მე-2 ტურშში შინ ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ „ბრაიტონს“ დაუზავდა – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. 33 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩეხეთის ჩემპიონატში 11 თამაში ჩაატარა და საგოლე მოქმედება არ ჰქონია. მან კონფერენს ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით 8 მატჩი გამართა და 2 გოლი მიითვალა.
„იაბლონეცს“, რომელიც კონფერენს ლიგაში თბილისის „იბერიას“ ერთ-ერთი მეტოქეა, 1 ქულა აქვს და 36 გუნდს შორის 24-ე ადგილზეა. ჩეხები ევროთასზე მომდევნო თამაშს 6 ნოემბერს სტუმრად „რიგასთან“ ჩაატარებენ, ხოლო „იბერიას“ ბოლო ტურში 18 დეკემბერს უმასპინძლებენ.
ლაშა თაბაგარი





