აზაროვის „შახტარმა“ „სერვეტს“ ვერ აჯობა

0
18

დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც ირაკლი აზაროვი გამოდის, კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში შვეიცარიის „სერვეტს“ უმასპინძლა და ვერ სძლია – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი თადარიგში იყო და თამაშში არ ჩართულა. „სერვეტიდან“ ანგარიში მე-8 წუთზე ფომბამ გახსნა, ხოლო ურკაინელებიდან საპასუხო ბურთი ბონდარმა გაიტანა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში შვეიცარიაში 28 აგვისტოს ჩატარდება.
ლატვიის „რიგასი“, სადაც ლაშა ოდიშარია თამაშობს კონფერენს ლიგის პირველ მატჩში გასვლაზე მალტის „ჰამრუნთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარემარბი ტრავმის გამო განაცხადში არ იყო.
ლაშა თაბაგარი