გადრანის და ზარიას „ქაირათის“ კარგი შანსი ჩემპიონთა ლიგაში

0
18

ალმათის „ქაირათს“, რომელშიც მცველი ლუკა გადრანი და შემტევი ნახევარმცველი ირაკლი ზარია გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს.
პლეი-ოფის პირველ მატჩში ყაზახური გუნდი სტუმრად შოტლანდიის ჩემპიონ გლაზგოს „სელტიკს“ შეხვდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. გადრანი „ქაირათის“ განაცხადში იყო და არ უთამაშია, ხოლო ზარია გაძევების გამო დისკვალიფიცირებულია.
ალმათელები საპასუხო შეხვედრას „სელტიკთან“ 26 აგვისტოს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი