ვინისიუს ჟუნიორმა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2032 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა, რის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსახური იუწყება. მას ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურებოდა.
ვინისიუსი „რეალში“ 2018 წლის ზაფხულიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 376 მატჩში 128 გოლი გაიტანა.
მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა 3-ჯერ, ესპანეთის თასი ერთხელ, ესპანეთის სუპერთასი სამჯერ, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, ევროპის სუპერთასი ორჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





