მადრიდის „რეალმა“ გერმანიის „ლაიფციგიდან“ გარემარბი იან დიომანდე შეიძინა. კოტდივუარის ეროვნული ნაკრების 19 წლის ფეხბურთელმა ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2033 წლის ივნისამდე გააფორმა, რის შესახებ მადრიდული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ონფორმაციით, „რეალმა“ დიომანდეს სანაცვლოდ „ლაიფციგს“ 125 მილიონი ევრო გადაუხადა და გერმანულმა კლუბმა კიდევ შესაძლოა 15 მილიონი ევრო ბონუსის სახით მიიღოს.
დიომანდემ 2025-2026 წლების სეზონში „ლაიფციგის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 10 საგოლა პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





