როდრიმ „რეალს“ უარი უთხრა და „ბარსელონაში“ მიდის

0
7

ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის და „მანჩესსტერ სიტის“ ნახევარმცველის როდრის აგენტმა პაბლო ბარკერომ განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა მადრიდის „რეალს“ უარი უთხრა და „ბარსელონაში“ გადავა. როდდიმ „ბარსა“ ხელმძღვანელობასთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკება უკვე დაიწყო. კატალონიელები მზად არიან 30 წლის ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.
როდრი „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წლის ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა. მას ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს. მან მანჩესტერელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 298 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 32 საგოლე პასი გააკეთა. ესპანელმა „სიტის“ მაისურით ინგლისის პრემიერლიგა 4-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 2-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 3-ჯერ, ხოლო ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
ფიფამ როდრი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, რომელიც მანამდე ევროპის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად გახდა.
როდრიმ 2024 წელს ევროპის პირველობა მოიგო, ხოლო 2023 წელს ჩემპიონთა ლიგა. ის ესპანეთის ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობს და 70 მატჩში 4 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი