სალაჰი: „სწორედ ამიტომ გავახანგრძლივე „ლივერპულთან“ კონტრაქტი“

0
16

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა განმარტა თუ რატომ გაახანგრძლივა ზაფხულში ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლამდე.
„მე ჯერ კიდევ გამარჯვებას მოწყურებული ვარ და სწორედ ამიტომ გავახანგრძლივე „ლივერპულთან“ კონტრაქტი ორი წლით. პრემიერლიგაში ასეთ დონეზე თამაში საუცხოოა. გარდა ამისა, 33 წლის ასაკში ვგრძნობ, რომ გუნდს კიდევ რაღაც მივცე. ეს ისაა რაც მაიძულებს საკუთარი თავით ვიამაყო, რადგან ამისთვის მართლაც ბევრს ვმუშაობ“ – იუწყება ეგვიპტის ეროვნული ნაკრების 33 წლის ფეხბურთელის ნათქვამს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებგვერდი.
სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 403 მატჩში 246 გოლი გაიტანა. მან მერსისაიდელებთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა ორჯერ, ხოლო ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასის, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი