კაკაბაძის მორიგი შედეგიანი მატჩი

0
14

„კრაკოვიას“ კაპიტანმა ოთარ კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექტრაკლასაში თავისი მეორე საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში „კრაკოვიამ“ ლოძის „ვიძევი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.
კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 69-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა ბურთი მიწაზე დაუშვებლად მინჩევს გაუკეთა, რომელმაც მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის ანგარიშზე ამ სეზონში 2 საგოლე გადაცემის გარდა, ერთი გატანილი ბურთია. „კრაკოვია“ 10 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი