ელოშვილმა გუნდს ქულა გადაურჩინა

0
16

ლევან ელოშვილმა „ბრეგენცის“ მაისურით ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მესამე ტურში „ბრეგენცმა“, რომელსაც ქართველი ფორვარდი ზაფხულში შეუერთდა „ფლორისდორფი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
ელოშვილი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 62-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, ანგარიში გაათანაბრა. მან „ბრეგენცში“ გადასვლის შემდეგ, ჩემპიონატში თავის გამოჩენამდე, ერთი ბურთი ავსტრიის თასზე შეაგდო.
ლაშა თაბაგარი