მექვაბიშვილმა მოისწრაფიშვილს დრამატულ ბრძოლაში აჯობა

0
10

კრაიოვას „უნივერსიტატიას“, რომლის ღირსებას ანზორ მექვაბიშვილის იცავს, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გავიდა. მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში რუმინელებმა შინ გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავის „სპარტაკი“ 3:0 დაამარცხეს და ერთი შეხედვით შემდეგ ეტაპზე გასვლაში პრობლემა არ უნდა შექმნოდათ.
თუმცა, სლოვაკეთში გამართულ დაპირისპირებაში მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მოისწრაფიშვილი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო და 68-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ, აზანგომ მასპინძლები 2 ბურთით დააწინაურა –  3:1. მე-80 წუთზე მოისწრაფიშვილის გადაცემით ამჯერად თავი კუდლიცკამ გამოიჩინა – 4:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.
შეცვლაზე 72-ე წუთზე შესულმა მექვაბიშვილმა 101-ე წუთზე ბალუტას გაატანინა. 117-ე წუთზე თავი ნსიმბამ გამოიჩინა და „უნივერსიტატია“ შემდეგ ეტაპზე გავიდა.
კრაიოველები პლეი-ოფში „ბაშაქშეჰირს“ შეხვდებიან – პირველი თამაში 21 აგვისტოს თურქეთში შედგება, ხოლო საპასუხო – 28 აგვისტოს რუმინეთში.
კონფერენს ლიგას დაემშვიდობა კაუნასის „ჟალგირისი“, რომელიც ორმატჩიან ბრძოლაში ბულგარეთის „არდასთან“ დამარცხდა.
კაუნასელებმა პირველი თამაშის შინ 0:2 წააგეს, ხოლო საპასუხო – 0:1. ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე „ჟალიგირისის“ სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის ბოლოს 2 ყვითელი ბარათის გამო გააძევეს. მცველი ანტონ თოლორდავა ლიეტუველთა სასტარტოში მოხვდა და შესვენების შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.
ლაშა თაბაგარი