ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით მიმდინარე სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მეორე გოლი გაიტანა. მე-4 ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ სტუმრად „ფიურტს“ 1:0 სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის წყალობით მოიგო.
ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 85 წუთი დაჰყო. მე-12 წუთზე კოსტლიმ ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ქართველმა ლეგიონერმა ყველას აჯობა და თავით შეაგდო. მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში ორი გოლი მიითვალა. „ჰაიდენჰაიმს“ 9 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





