კვერნაძემ „ფროზინონეს“ სამი ქულა მოუტანა

0
0

გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია A-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-3 ტურში „ფროზინონემ“ თავის მოედანზე „ვენეცია“ 3:2 დაამარცხა და შეუცვლელად მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გამარჯვების ბურთი შეაგდო.
მატჩის 21-ე წუთზე მასპინძლები რაიმონდომ დააწინაურა, რომელმაც 39-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 66-ე წუთზე ერთი ბურთი იებოამ გაქვითა, ხოლო 74-ე წუთზე საგრადომ ანგარიში გაათანაბრა.
83-ე წუთზე „ვენეციას“ მცველის ფეხიდან საჯარიმოში ბურთი კვერნაძეს მიუვიდა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. მან სერია A-ში ჩატარებულ სამ შეხვედრაში 1 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. მანამდე, 23 წლის ქართველმა იტალიის თასზე „იუვე სტაბიასთან“ 4:1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ფროზინონე“ 6 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი