გუგეშაშვილის პაოკი კონფერენს ლიგაზე გადაერთო

0
8

პაოკი, რომელსაც ზაფხულში ლუკა გუგეშაშვილი შეუერთდა, ევროპა ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა. ბერძნულმა გუნდმა პირველ მატჩში შინ ავსტრიის „ვოლფსბერგს“ ვერ მოუგო – 0:0. საპასუხო შეხვედრის ძირითადი დრო აგრეთვე უგოლოდ დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა, ხოლო 115-ე წუთზე მადუ კამარამ პაოკის კარი აიღო, რის წყალობით ავსტრიელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ისევ სათადარიგო იყო. მას პაოკში გადასვლის შემდეგ, ჯერ ოფიციალურ შეხვედრაში არ უთამაშია. პაოკი კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „რიეკას“ შეხვდება – პირველი თამაში ხორვატიაში 21 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუხო საბერძნეთში 28 აგვისტოს.
ევროპა ლიგიდან გავარდა ლაშა ოდიშარიას „რიგასიც“. რიგელებმა ფინეთის კუპსთან პირველი თამაში სახლში 1:2 წააგეს, ხოლო სტუმრად 0:1 დამარცხდნენ. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარემარბს ტრავმის გამო არცერთ შეხვედრაში უთამაშია. „რიგასი“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში მალტის „ჰამრუნს“ შეხვდება. ოდიშარიას გუნდი პირველ თამაშს სტუმრად 21 აგვისტოს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა ლატვიაში 28 აგვისტოს შედგება.
ლაშა თაბაგარი